четверг, 26 февраля 2009 г.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა მდებარეობს საქართველოს ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში. მისი საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან გადის მდინარე ფსოუსა და კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე.სამეგრელო–ზემო სვანეთისაგან გამოიყოფა კოდორის ქედითა და მდ. ენგურის ქვემო დინებით. დასავლეთიდან აფხაზეთს შავი ზღვა აკრავს. აფხაზეთის ფართობია 8.7 ათასი კვადრატული კილომეტრი.
აჩმა აფხაზურია და მისი დამზადების ტექნოლოგიაც, ფორმაც და ტერმინიც ხაჭაპურისგან განსხვავდება. თუმცა ის ყველისა და ცომისგან მზადდება. აჩმის მსგავსი პურეული აღმოსავლეთის ქვეყნების სამზარეულოშიც გვხვდება (ხორცის ან კარტოფლის სატენით)